ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები პოზიციებს თმობენ. ქურთების შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ჯიჰადისტებს კირკუკი დაატოვებინეს. რამდენიმე დღიანი შეტაკებების შედეგად ისლამისტები იძულებულნი გახდნენ ქალაქიდან გასულიყვნენ. შეტაკებები გრძელდება ლიბანის საზღვრებთანაც, საიდანაც რადიკალური დაჯგუფების, ჰეზბოლას მებრძოლები ჯიჰადისტებს ინტენსიურად ბომბავენ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჰეზბოლამ ისლამურ სახელმწიფოს ომი გამოუცხადა.