,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, პრემიები და დანამატები არ გაიცემა კონკრეტული დამსახურების მიხედვით და გაუგებარია რის საფუძველზე გაიცემა იგი. როგორც გიგაურმა განმარტა როცა საუბარია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებაზე, მთავრობამ უნდა გადახედოს იმ რიცხვებს, რომელიც გაცემულია პრემიებსა და სახელფასო დანამატების სახით.
,,მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ გვესმის განცხადებები პრემიებისა და დანამატების გაცემის შემცირებასთან დაკავშირებით, რეალურად ტენდენცია პირიქით არის, პრემიებისა და დანამატების გაცემა პირიქით არის და ეს პრობლემა ვერ მოგვარდა ამდენი ხნის განმავლობაში. კერძოდ, პრემიები და დანამატები არ გაიცემა კონკრეტული დამსახურების მიხედვით, მათ გაცემას ერთი პირი წყვეტს და გაუგებარია თუ რის საფუძველზე ხდება წახალისება", - განაცხადა ეკა გიგაურმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2012 წლის 1-ელი იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მუნიციპალიტეტებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ ანგარიში გამოქვეყნა.
ორგანიზაციამ ინფორმაცია 59 მუნიციპალიტეტიდან და 12 თვითმმართველი ქალაქიდან, მათ შორის თბილისის რაიონებიდან, გამოითხოვა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, 2012-2014 წლებში საქართველოს თვითმმართველობებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 100 მილიონ ლარზე მეტი გაიცა.