,,ნაციონალური მოძრაობა” მუნიციპალიტეტებში კორუფციის გაზრდის შესაძლებლობებზე საუბრობს. პარტიის წევრი ნიკა მელია მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომელიც მერიის დამოუკიდებლობის გაზრდას ითვალისწინებს.
ირაკლი ტრიპოლსკისა და გია ჟორჟოლიანის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ახლო მომავალში, შესაძლოა, მერიას პრივატიზაციის და ობიექტების გასხვისებისთვის საკრებულოს თანხმობა აღარ დასჭირდეს.
"მარტივად შეძლო ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მერიასა და საკრებულოში თავიანთი ახლობლებისთვის, პარტიის წევრებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის ქონების გადაცემა. ეს ცვლილება სწორედ ამას ემსახურება და მეტს არაფერს. ეს არის დამატებით კიდევ ერთი ახალი კორუფციული სქემა,"- აცხადებს თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია.