,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ვაშაძე ვარაუდობს, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში, მალე პენსიების ფულიც აღარ იქნება. მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ დღევანდელი დღე შევარდნაძის პერიოდის იდენტურია.
"ნაქები ჯანდაცვის სისტემა უკვე სერიოზული კრიზისის ქვეშ არის. საავადმყოფოებს პროცედურებზე გაუნახევრეს დაფინანსებები. უფასოობა ნელ-ნელა ბარდება წარსულს, რადგან კორუფციული ელემენტები იმატებს ამ ყველაფერში. რაც მთავარია, ეს არის შავი ხვრელი ბიუჯეტისთვის. ნელ-ნელა ალბათ იქნება ისე, რომ აღარც გზა დაიგება ქვეყანაში, აღარც არაფერი აშენდება, ყველაფერი თავიდან წავა ალბათ პენსიებისკენ და მერე უკვე პენსიების და სოციალური პროექტების ფულიც აღარ გვექნება. ეს არის სამწუხარო ციკლი, რაშიც ისინი შევიდნენ. ეს ერთი ერთზე ძალიან გავს შევარდნაძის პერიოდს”, - განაცხადა ვაშაძემ.
როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, ბიუჯეტის კორექტირებისთვის მთავრობას კიდევ ერთი კვირა სჭირდება.