იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთის მინისტრის პოსტის შემოღებას გამორიცხავს. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამაზე, სხდომაზე გამართული დისკუსიის თემიდან გამომდინარე საუბრობს.
"იმ ძალიან აქტიური დისკუსიიდან გამომდინარე, რაც რამდენიმე წუთის წინ ბიუჯეტის შესახებ შედგა, პრაქტიკულად, გამორიცხულია ახალი სამინისტროს შექმნა, ყოველ შემთხვევაში წელს ან გაისად", - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოში მთის რეგიონების განვითარების კოორდინირების მიზნით, შესაძლოა სახელმწიფო მინისტრის პოსტი შეიქმნას. ამის შესახებ ჟურნალისტებთან გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა ისაუბრა.