მასობრივი არეულობები ჩილეში. ქვეყნის დედაქალაქ სანტიაგოში სტუდენტებმა განათლების სისტემის რეფორმირების მოთხოვნით მასსრაბური საპროტესტო აქცია გამართეს. მანიფესტაცია, ტრადიციულად, პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცავებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად რამდენიმე დემონსტრანტი დაშავდა.