ლაშა მახარაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით დღეს სააპელაციო სასამართლოს დაცვის მხარე მიმართავს. ოქროპირიძის ადვოკატი იმედოვნებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საპატიმროს დატოვებს. გიორგი ოქროპირიძე წინასწარ პატიმრობაში ლაშა მახარაძის მკვლელობის ბრალდებით იმყოფებოდა. მას შემდეგ კი, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს, პროკურატურამ ოქროპირიძეს ბრალი პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე წარუდგინა, რის შედეგადაც მას პატირმობის ვადა გაუხანგრძლივდა.