რომის პაპთთან აუდიენციაზე პუტინის დაგვიანების მიზეზებზე კრემლის პრეს-მდივანი საუბრობს. დიმიტრი პესკოვის თქმით, პონტიფიკოსთან შეხვედრაზე პუტინმა მილანში მოლაპარაკებების გაჭიანურების გამო დაიგვიანა, რის შესახებაც ვატიკანმა ინფორმაცია დროულად მიიღო. ფრანცისკ პირველთან შეხვედრამდე პუტინი მილანში იტალიის პრემიერს შეხვდა, რის გამოც პაპთან აუდიენციაზე თითქმის ერთი საათით დაიგვიანა.