დიდი შვიდიანი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დასაწესებლად მზად არის. ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ჯოზეფ ბაიდენის თქმით, სანქციების ახალი პაკეტი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისთვის არის საჭირო, რამაც მოსკოვს მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება უნდა აიძულოს.