შეერთებული შტატები ერაყში დამატებით 450 სამხედრო ინსტრუქტორს გაგზავნის. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა. მანამდე ობამას ერაყში სამხედრო კონტინგენტის გაზრდის თხოვნით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ მიმართა. ამერიკელი ინსტრუქტორები ტაკადუმის ბაზაზე ერაყელ სამხედროებს გაწვრთნიან.