რუსეთის მიერ ლატვიური კონსერვების იმპორტის შეჩერების გამო ქვეყანა 200 მილიონი ევროთი იზარალებს. ამის შესახებ ლატვიის მიწის მეურნეობის მინისტრმა იანის დუკვავსმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსული ემბარგოს გამო თევზის წარმოება ლატვიაში არ გაჩერდება, თუმცა დარგი მნიშვნელოვნად იზარალებს. ამასთან, ლატვიური მხარე პირობას დებს, რომ როსპოტრებნადზორის პრეტენზიას შეისწავლის და კონსერვებში მავნე ნივთიერებების არსებობას დამატებით გამოიკვლევს. ლატვიური და ესტონური კონსერვების იმპორტი რუსეთმა 4 ივნისს შეაჩერა.