ათენისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის თაობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (სსფ) გამართული მოლპარაკებებით საბერძნეთი კმაყოფილია. ამის შესახებ ~ბი-ბი-სის~ ინფორმაციით, საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა იორგოს პაპაკონსტანტინუმ განაცხადა.
მოლაპარაკებები საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელძღვანელთან დომინიკ სტროს-კანთან ვაშინგტონში გამართა. საუბარი საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარებას შეეხებოდა.
საბერძნეთი კრედიტის სახით ევროზონის ქვეყნებიდან 30 მლრდ ევროს მიიღებს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან - 10 მლრდ ევროს.
აღსანიშნავია, რომ საბერძნეთმა პირველი ტრანში 19 მაისამდე უნდა მიიღოს, ვინადან ამ დროისთვის მას 11 მლრდ აშშ დოლარის ვალდებულებების დაფარვა უწევს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თქმით, მოლაპარაკებები დროულად დასრულდება და საბერძნეთი ვალის გადახდას მოასწრებს.
მოლაპარაკებები საბრძნეთს, საერთასორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობასა და ევროკავშირის შორის გრძელდება, ერთ-ერთი მთავარი განსახილვევლი თემა კრიზისიგან მნიშვნელოვნად დაზარალებული საბერძნეთის სამომავლო ეკონომიკური პილიტიკაა.