ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ,,ძარწემის” პოლიგონზე რუსეთის არმიის სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარის ნაწილის წვრთნები დაიწყო.
საველე წვრთნებში, რომელშიც უპილოტო მფრინავ აპარატებს გამოიყენებენ, 1 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
,,ძარწემის” პოლოგონზე მიმდინარე საველე წვრთნებში გამოყენებული იქნება, ასევე, საბრძოლო იარაღი და ტექნიკა, მათ შორის თანამედროვე ტიპის ტანკები: T-72БМ, ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП-2, თვითმავალი საარტილერიო მოწყობილობა ,,აკაცია” და ,,გვაზდიკა,”
რაც შეეხება უპილოტო საფრენ აპარატებს, პირობითი მტრის აღმოსაჩენად და დაზვერვის საწარმოებლად მეთაურები რუს ჯარისკაცებს ,,ზასტავას,” ,,გრანატის,” ,,ორლანისა” და ,,ლეეპის” ტიპის აპარატების გამოყენებას ასწავლიან.