,,რუსეთის დღესთან” დაკავშირებით 12 ივნისი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არასამუშაო და სადღესასწაულო დღედ გამოაცხადეს.
დღესასწაულის ფარგლებში 12 ივნისს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში სხვადსხვა საზეიმო ღონისძიების ჩატარება იგეგმება.
,,რუსეთის დღისადმი” მიძღვნილი ღონისძიებები ცხინვალის კინოთეატრ ,,ჩერმენის” საკონცერტო დარბაზში რუსული სიმღერების აკადემიური გუნდის კონცერტით დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ 1990 წლის 12 ივნისს რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ „სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაცია” მიიღო.
ამ დღიდან აღინიშნება ,,რუსეთის დღე,” რომელსაც 2002 წლამდე „რუსეთის დამოუკიდებლობის დღე“ ერქვა.