ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვა, 2010 წლის იანვარ-მარტში, 358 მლნ აშშ დოლარზე დაფიქსირდა.
როგორც ~ჯი-ეიჩ-ენს~ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს 16 პროცენტით აღემატება.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, ევროკავშირთან ექსპორტი 82 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო იმპორტი - 276 მლნ აშშ დოლარს. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 24 პროცენტი და იმპორტში 27 პროცენტი.
საანგარიშო პერიოდში, დსთ-ის ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 429 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 118 მლნ აშშ
დოლარია, ხოლო იმპორტი - 311 მლნ აშშ დოლარი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 32 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 35 პროცენტი და იმპორტში 30 პროცენტი.