უკრაინის ხელისუფლება დნესტრისპირეთის არაღარებულ რესპუბლიკასთან სასაზღვრო კონტროლს გაამყარებს. ამის შესახებ ოდესის ახალმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. „ფიქრობ, უკრაინა უახლოეს ხანებში დაამყარებს წესრიგს საზღვრის ამ მონაკვეთზე. იქ არსებული განუკითხაობა უნდა დასრულდეს. ამ ტერიტორიიდან შემოდის კონტრაბანდა, ნარკოტიკები, იარაღი, შემოდის დესტაბილიზაცია და კარგი არაფერი. ამიტომ, ჩვენი უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის წესრიგის აღდგენა ამ მონაკვეთზე ძალიან მნიშვნელოვანია,“-აღნიშნა საქართველოს ექსპრეზიდენტმა.