544 ხმით 53-ის წინააღმდეგ. ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას მხარი დაუჭირა. პრემიერ ქემერონის ინიციატივას ხმა კონსერვატორებმა და ლეიბორისტებმა მისცეს, წინააღმდეგ კი შოტლანდიელი ნაციონალისტები გამოვიდნენ. საბოლოო გადაწყვეტილებით, საყოველთაო რეფერენდუმი გაერთიანებულ სამეფოში 2017 წლის ბოლომდე ჩატარდება.