აშშ სამთავრობო შენობებში ევაკუაცია გამოცხადდა
თეთრი სახლის სახელისუფლო და სამთავრობო შენობებიდან თანამშრომელთა ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი ცრუ განგაში გახდა. ანონიმური ზარის გამო თეთრი სახლი და კონგრესის შენობა ჟურნალისტებისა და ადგილობრივი პერსონალის დაატოვებინეს. პრეზიდენტ ობამას ოვალური კაბინეტი არ დაუტოვებია. რამდენიმე საათის შემდეგ თეთრ სახლსა და კონგრესში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდა.