ნემცოვის ქალიშვილი ადასტურებს, რომ რუსეთის ტერიტორია დატოვა და ჯერჯერობით სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს. ჟანა ნემცოვას მტკიცებით, ის უცნობი პირებისგან მუქარის გზავნილებს მუდმივად იღებდა. გარდაცვლილი პოლიტიკოსის ქალიშვილმა გაზეთ “ვედომოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში პუტინი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ შუღლისა და სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა, რაშიც მისი თქმით, რუსული მედიაც აქტიურ როლს თამაშობს.