თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსის, ჯოკია ბოდოკიას საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. ბოდოკია კვლავ დუმილის უფლებას იყენებს. შსს-ს ინფორმაციით, ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10% მოსთხოვა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბოდოკიას პატიმრობა აქვს შეფარდებული.