ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შესარჩევად სხდომა დღეს გაიმართება. პროცესზე 100 კანდიდატი შეირჩევა. მათ სპეციალური კითხვარები დაეგზავნებათ, რის შემდეგაც 12 პირი შეირჩევა. ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენობის არჩევა და საქმის ხელახლა განხილვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ძველმა შემადგენლობამ საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანა. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიცი მსაჯულების ახალმა შემადგენლობამაც გადაწყვეტილება ვერ მიიღო, ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება. რაც შეეხება ახალ ბრალს, ადვოკატის განცხადებით, ის თბილისის სააპელაციო სასამართლოში საჩივარს ხვალ შეიტანს. გიორგი ოქროპირიძეს ბრალი ცრუ დასმენის ფაქტზე წარედგინა. პროკურატურა მას ასევე ლაშა მახარაძის მკვლელობაში ადანაშაულებს. პროცესი ნაფიც მსაჯულთა შერჩევის თაობაზე დღეს საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება.