ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად სავარაუდოდ 3-5 წელი იქნება საჭირო. შესაბამის დასკვნას აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს. ქერის უწყების განმარტებით, იმისათვის, რომ ჯიჰადისტები სრულად დამარცხდნენ, ძირითადი სამხედრო მოქმედებები ერაყის არმიამ უნდა აწარმოოს. მანამდე აშშ პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ღიად განაცხადა, რომ ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად ვაშინგტონს კონკრეტული სტრატეგია არ გააჩნია.