ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის სახლზე თავდასხმა განხორციელდა. იან პეიშეკის სახლს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდამსხმელთა ვინაობა და თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.