მოსკოვის მხრიდან მუდმივი უარყოფის მიუხედავად, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი სამხედროები ისევ რჩებიან. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ბარაქ ობამამ განაცხადა. „ჩვენ დღესაც ვხედავთ, თუ როგორ მოქმედებს რუსული ჯარები რეგიონში და როგორ არღვევს მოსკოვი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მანამდე გაგრძელდება, სანამ მოსკოვი და სეპარატისტები მინსკის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებენ,“-აღნიშნა ობამამ.