ბელგიის პოლიციამ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 16 პირი დააკავა. დაკავებულთა უმრავლესობა ჩეჩნეთის მოქალაქეა. რამდენიმე მათგანი სავარაუდოდ სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს მხარეს იბრძოდა. ისინი ბელგიის ტერიტორიაზე მასშტაბური ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდნენ.