კიევის ოლქში მდებარე ნავთობაზაზე განთავსებული 17 რეზერვუარიდან ამ დროისთვის 16 უკვე ცეცხლში იწვის.
ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო სამსახურის პრეს-ცენტრი იუწყება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საჯარისო, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგანგებო სიტუიაციების სამსახურის ქვედანაყოფები.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მიწისქვეშ განთავსებული რეზერვუარებიც აფეთქდა.
ზარალის და მსხვერპლის მასშტაბები უსწრაფესად იზრდება. უკანასკნელი მონაცემებით, რამდენიმე საათია, კავშირზე სამი მაშველი არ გამოდის.
ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის მრჩეველი ზორიან შკირიაკი ,,ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, უკანასკნელი 12-15 საათის განმავლობაში ყველანაირი საშუალებითა და ძალით ცდილობენ სტიქიურ ხანძართან ბრძოლას.
ცეცხლმა რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა უკვე შეიწირა.
,,სამწუხაროდ, შესაძლოა სახანძრო-სამაშველო ქვედანაყოფების წევრებს შორის მსხვერპლიც იყოს. 3 მათგანთან ამ დრომდე კავშირს ვერ ვამყარებთ, 6 დაშავებული მაშველი ჰოსპიტალიზებულია.” - წერს შკირიაკი.
შეგახსენებთ, რომ კიევის ოლქში, ვასილკოვოს რაიონის სოფელ კრიაჩკში მდებარე ნავთობაზაზე ხანძარი წუხელ ღამე გაჩნდა, რამაც ძლიერი აფეთქებების სერია გამოიწვია.
ამ დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძრის შედეგად ერთი მეხანძრე დაირუპა, რამდენიმე კი - დაშავდა.
ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.