ერაყის სამთავრობო ძალებმა ჯიჰადისტთა პოზიციები გაარღვიეს. მათ ქალაქ ბეიჯის ცენტრში შეღწევა სცადეს, სადაც რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე ისლამინსტებს ალყაში ჰყავდათ მოქცეული. არმიის ქვედანაყოფებმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორია დაიკავეს, თუმცა ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს ამ დრომდე ჯიჰადისტები აკონტროლებენ.