დღეს, 26 აპრილს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი გასვლით სხდომას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომა ხაშურში გაიმართება.
თუმცა იქამდე, 11:30 საათზე, კომიტეტის წევრები ჯერ კასპის სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალის გახსნას, 13:00 საათზე კიQქარელის სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალის გახსნას დაესწრებიან.
15:00 საათისთვის დეპუტატები ხაშურს ეწვევიან და რაიონული საავადმყოფოს მედპერსონალთან გამართვენ შეხვედრას.
თავად კომიტეტის სხდომა 17:00 საათზე გაიმართება.