ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს. მოსამართლე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღეს მიიღებს. სააპელაციო სასამრთლო დაცვის მხარის სარჩელს განიხილავს, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. საქალაქო სასამართლომ კორტავას საქმეზე ბრალდებულ 5 პირს თავისუფლების 15 წლით, ხოლო ერთ პირს 22 წლით აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო პროცესი 12 საათზეა ჩანიშნული.