უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე კიდევ ერთი ქართველი დანიშნეს. ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, ოლქის პოლიციის უფროსის პოსტი გია ლორთქიფანიძემ დაიკავა. ლორთქიფანიძე მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ის რამდენიმე გახმაურებულ საქმესთან, მათ შორის, ლაფანყურისა და 26 მაისის ინციდენტებთან დაკავშირებით დაკითხეს.