იურისტ ლია მუხაშავრიას შეფასებით, გ.ოქროპირიძის საქმის სასამართლო პროცესზე ნაფიც მსაჯულებმა „გაჭედეს“ და ვეღარ მიიღეს გადაწყვეტილება. ამის შესახებ იურისტმა „2030“-ის ეთერში განაცხადა.
„დაახლოებით სულ 10 საქმეა განხილული [ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემით] და ვერდიქტები მეტნაკლებად შეუმჩნევლად გამოდიოდა, მაგრამ აქ [ოქროპირიძის საქმის სასამართლოზე] ნაფიცებმა, ასე ვთქვათ, გაჭედეს და ვეღარ მიიღეს გადაწყვეტილება. იმიტომ რომ, ერთის მხრივ,მათ ვერ გაამართლეს ბრალდებული, მაგრამ, მეორეს მრივ, მათ, ჩემის აზრით, არ ეყოთ არც მტკიცებულებები, არც შინაგანი რწმენა და არც სიმამაცე ეთქვათ, რომ ეს ადამიანი მტყუანია. ამიტომ სასამართლო შევიდა ჩიხში“, - განაცხადა იურისტმა.
ამასთანავე ლია მუხაშავრიამ აღნიშნა, რომ „ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ამ საკითხზე დღეს ვერ განხორციელდება და უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს საკონსტიტუციო წესით დადგენილი ინსტიტუტი პრაქტიკაში დაემსგავსოს ნამდვილ ნაფიცთა ინსტიტუტს“.