,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი აკაკი მინაშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილს და დღევანდელ ხელისუფლებას მოსამართლეების მოსყიდვის და დაშანტაჟების რეალური ბერკეტები გააჩნია. ამის შესახებ მან ყოფილი პრემიერისა და რამდენიმე მოსამართლის საიდუმლო შეხვედრის და ე.წ. კაბელების საქმეზე გარიგების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატი ირაკლი ალასანიას 2012 წლის არჩევნების შემდეგომ პერიოდს ახსენებს.
„მინდა ბატონ ალასანიას შევახსენო, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს, არჩევნების შემდეგ, მაშინ, როდესაც ის იყო უმრავლესობის წევრი, მთავარი სამიზნე ამ ხელისუფლების და ივანიშვილის სწორედ სასამართლო ხელისუფლება გახდა, როდესაც მაგალითად მან განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა რიტორიკას არ შეიცვლიდა, რიგები გაგრძელდებოდა პროკურატურის წინ, მაშინ როდესაც ხდებოდა მოსამართლეთა თანაშემწეების დაშანტაჟება, როდესაც იყო ორი ფაქტი, როდესაც ხდებოდა პროკურატურის მხრიდან მოსამართლეების შესახებ ინფორმაციის გაგება და არც ერთ ამ მოქმედებაზე გამოძიება არ დაწყებულა. ყველაფერი ეს ერთიანობაში გამოხატავს იმას, რომ სწორედ ქართული ოცნების და ივანიშვილის ხელისუფლებას სურს და აქვს რეალური ბერკეტები მოსამართლეების, როგორც დაშინების, დაშანტაჟების, ასევე, მოსყიდვის," - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, მოსამართლეები გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების შეჩერების სანაცვლოდ, ე.წ. კაბელების საქმეზე ივანიშვილისთვის სასურველ გადაწყვეტილებას გამოიტანენ.