დიდი შვიდიანის სამიტი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელზეც გერმანიის კანცლერს მეორე ნახევარი ახლავს. სანამ მსოფლის წამყვანი ქვეყნების ლიდერები ფორუმზე საერთაშორისო ეკონომიკური კრიზისის, უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და ეკოლოგიის საკითხებს განიხილავენ, იოაჰიმ ზაუერი ელმაუს ტბაზე სეირნობს. კომპანიონობას მას მსოფლიო ლიდერების მეორე ნახევრები უწევენ. მეორე ნახევრების კომპანიაში ზაუერი ერთადერთი კაცია.