ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილის და რამდენიმე მოსამართლის საიდუმლო შეხვედრის შესახე საუბრობს.
,,თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერის მტკიცებით, შეხვედრაზე მოხდა გარიგება ე.წ. კაბელების საქმეზე. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამტკიცებს, რომ მოსამართლეები გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების შეჩერების სანაცვლოდ, ივანიშვილისთვის სასურველ გადაწყვეტილებას გამოიტანენ.
„ამას ექნება ძალიან დიდი ნეგატიური გავლენა საქართველოში, ზოგადად მართლმსაჯულებაზე. ამას ექნება ისეთი დატვირთვა, რომელიც გამოუსწორებელ შედეგებამდე მიიყვანს ამ სასამართლო პროცესსაც და ხალხის ნდობას სასამართლოს მიმართ. მე მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს შეწყვიტოს ასეთი ქმედებები სასამართლოსთან მიმართებაში და მართლმსაჯულებას მისცეს სწორი გზით განვითარების შესაძლებლობა. ეს არის საგანგაშო. ვცდილობ დავადასტურო და მტკიცებულებები მოვიპოვო ამ კუთხით," - აცხადეებს ირაკლი ალასანია.
გავრცელებული ინფორმაციით, პარასკევს საღამოს ბიძინა ივანიშვილთან შედგა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე და ვალერი ცერცვაძე.