მკვლელობისთვის გასამართლებული პატიმარები, რომლებსაც ხანგრძლივი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, ციხიდან გაიქცნენ. 48 წლის რიჩარდ მეთმა და 34 წლის დევიდ სუეტმა დანმორის სასჯელთაღსრულების დაწესებულებიდან გაღწევა ელექტროინსტრუმენტების დახმარებით შეძლეს. ClintonCorrectionalFacility-ის ციხე აშშ-ში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დაცულ დაწესებულებად ითვლებოდა, საიდანაც გაქცევის ფაქტი ბოლო საუკუნენახევრის განმავლობაში აღარ დაფიქსირებულა. გაქცეულებზე ინფორმაციისთვის ნიუ იორკის პოლიციამ ჯილდოდ 100 ათასი დოლარი დააწესა.