ცნობილი ბრიტანელი მოდელი ქეით მოსი პოლიციაში მოხვდა. ამის მიზეზე ავიაკომპანია Easyjet-ის თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტი გახდა, რომელიც ბოდრუმი-ლონდონის რეისს ასრულებდა. ინციდენტის დეტალები ამ დრომდე უცნობია, თუმცა როგორც BBC იტყობინება, 41 წლის მოდელი თვითმფრინავში ერთ-ერთ მგზავრს ეჩხუბა, რის გამოც ის თვითმფრინავიდან გადმოსვეს და ბედფორდშირის პოლიციაში გადაიყვანეს.