დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო და ტრადიციულად 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება. წელს პეტრე-პავლობის მარხვა 5 კვირას გაგრძელდება. როგორც წესი, ეს მარხვა თევზით ხსნილია. მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს.