ჩეჩნეთის პრეზიდენტი ვარჯიშის დროს დაშავდა. ამის შესახებ მან ინსტაგრამის გვერდზე დაწერა. “სპარინგზე რამდენიმე ძლიერი დარტყმა მივიღე. დარტყმები იმდენად ძლიერი და ზუსტი იყო, რომ ორ ადგილზე ნეკნი მაქვს ჩატეხილი, მაგრამ საგანგაშო არაფერია,”-აცხადებს კადიროვი და ახალგაზრდობას ჯანსარი წესით ცხოვრებისკენ მოუწოდებს.