ბრიტანეთის მთავრობის იმ წევრებს, რომლებიც ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გამოყოფას მოითხოვენ, პრემიერი ქემერონი სამსახურიდან გაშვებით დაემუქრა. ამის შესახებ გამოცემა “ტელეგრაფი” იტყობინება. “ვფიქრობ, საკუთარი აზრი გასაგებად გამოვთქვი. თუ თქვენ მთავრობის წევრობა გსურთ, უნდა დათანხმდეთ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს რეფერენდუმის ორგანიზების საკითხზე, რაც ვფიქრობ, წარმატებულ შედეგებს მოგვიტანს,”-აღნიშნა ქემერონმა. ევროკავშირიდან გამოყოფის შესახებ საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარების პირობა ქემერონმა ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე დადო, თუმცა თავად ევროკავშირში დარჩენის მომხრეა. “ტელეგრაფის” ინფორმაციით, ევროკავშირიდან გასვლა მინისტრთა კაბინების 5 წევრს სურს.