ბრიტანეთი ერატში 125 სამხედრო მოსამსახურებს გაგზავნის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა. მისივე თქმით, ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორები ერაყის არმიას ჯარისკაცების გაწრთვნაში დაეხმარებიან. სამხედრო კონტინგენტის გაზრდის შემდეგ ერაყში ბრიტანელ სამხედრო მოსამსახურეთა საერთო რაოდენობა 275-ს შეადგენს.