ლუფტჰანზა დონბასსა და ყირიმში რეისების შესრულებას არ აპირებს. ამის შესახებ გერმანული ავიაკომპანიის წარმომადგენელმა კარსტენ შპორმა განაცხადა. მისივე თქმით, ლუფტჰანზა კიევსა და დონეცკში რეგულარულ რეისებს ასრულებდა, საომარი მოქმედებების შემდეგ კი დონეცკში რეისები გაუქმდა. რაც შეეხება ყირიმს, რუსეთის მიერ ანექსირებული ნახევარკუნძულის მიმართულებით ფრენა კომპანიის გეგმებში ჯერჯერობით არ შედის.