გამარჯვება, რომელიც დამარცხების ტოლფასია. პირველად ბოლო 13 წლის განმავლობაში, თურქეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. ერდოღანის პარტიას ხმა ამომრჩეველთა 41-მა პროცენტმა მისცა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლიანობისა და განვითარების პარტია მომავალ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას ვერ შექმნის. არჩევნების გზით პირველად შევა პარლამენტში ქურთული სახალხო-დემოკრატიული პარტია, რომელსაც მხარი ელექტიორატის 11-მა პროცენტმა დაუჭირა. რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის პარლამენტში უმრავლესობის დაკარგვა სერიოზული დარტყმაა, რადგანაც ის საპრეზიდენტო უფლებამოსილების გაზრდას კონსტიტუციის შეცვლით აპირებდა.