მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავატმობოლო გზის 105-ე კილომეტრი, სადაც გუშინ ზვავი ჩამოწვა, ამ დროისთვის გაწმენდილია.
ზვავსაშიშიროების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ჯერ ისევ იკრძალება. ზვავში მოყოლილ ~ოპელის~ მარკის ავტომობილს კი, კვლავ უშედეგოდ ეძებენ. ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ზვავმა მანქანა ხევში გადააგდო, სადაც თოვლის საფარი დაახლოებით 15 მეტრის სიმაღლისაა.
გუშინ საღამოს, ზვავი გუდაური კობის გზის 30-ე კილოლმეტრზეც ჩამოწვა, რის გამოც გუდაური მიმართულებით მოძრაობა შეფერხდა. გზის გაწმენდა სპეციალური ტექნიკის დახმერებით, გვიან ღამით მოხერხდა, შედეგად გუდაური მიმართულებით მოძრაობა განახლებულია.