მოკლული ლაშა მახარაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გიორგი ოქროპირიძის დასჯის მოთხივნით აქცია დღეს ,,მრგვალ ბაღში” გამართეს .
ისინი აცხადებენ, რომ ლაშა მახარაძე გიორგი ოქროპირიძემ მოკლა და მან ამისთვის პასუხი უნდა აგოს. აქციის მონაწილეების მოთხოვნით, მახარაძის მკვლელობის საქმეზე გადაწვყეტილება უნდა მიიღოს მოსამართლემ და არა ნაფიცმა მსაჯულებმა. აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, მათ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რომელსაც შემდგომ სამთავრობო სტრუქტურებში გადააგზავნიან.
აქციის მონაწილეთა განმარტებით, გიორგი ოქროპირიძეს წინასწარი პატიმრობის ვადა ეწურება და მიმართავენ სამართალდამცველ ორგანოებს, დროულად დაიწყოს იმ საქმეების შესწავლა, რაზეც ოქროპირიძეს წლების განმავლობაში ედავებოდნენ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის 12-საათიანი მსჯელობის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.
მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს 12:00 საათზე ჩანიშნა და აღნიშნულ საქმეზე განხილვა ხელახლა დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა კვლავ ვერ მოახერხებს ვერდიქტის მიღებას, მაშინ გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება. თუმცა, გიორგი ოქროპირიძემ შესაძლოა, საპატიმრო დაწესებულება მანამდე დატოვოს, რადგან პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 ივნისს ეწურება.