ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, კურიერთან ხელისუფლების მიერ ჩატარებული თათბირის დეტალებს ჰყვება, სადაც ლარის გაუფასურების შესახებ იყო მსჯელობა.
„ამ თათბირზე გადაწყვიტეს, რომ ეს ვითარება ვინმესთვის გადაებრალებინათ, რადგან ხალხი საგარეო ფაქტორებზე ვერ გაბრაზდებოდა. აქ მათი იდეალური კანდიდატი ქადაგიძეა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დანიშნა და ის არის ყველაფერში დამნაშავე. ამ როლში არიან, მაგრამ ამ როლში შესვლით ეროვნული ბანკის ინსტიტუტს ხომ ანგრევს, ამასთან ამ საოცარმა კაცმა, ივანიშვილმა, სავალუტო ფონდიც შარში გახვია. ეს არის სირცხვილი,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.