საერთაშორისო კრედიტორების მიერ საბერძნეთისთვის წაყენებული ულტიმატუმი დახრჩობის ტოლფასია. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა. მოლაპარაკებას ბერძნული მხარე ბრიუსელში ევროკომისიის თავმჯდომარესა და ევროზონის საფინანსო კომიტეტის ხელმძღვანელთან აწარმოებდა. კრედიტორებმა საბერძნეთს ვალების იმ ნაწილის გადახდა დაავალდებულეს, რომელსაც ვადა გასდის. ათენს ასევე რამდენიმე საგადასახადო შეღავათისა და სოციალური დახმარების გაუქმებას სთხოვენ.