გაერო დონბასში ვითარების გამწვავებით შეშფოთებულია. ამის შესახებ ბან კი მუნის მოადგილემ ჯეფრი ფელტმანმა განაცხადა. მისივე ქმით, გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინაში სამხედრო ექსკალაციას ვერ დაუშვებს. გაეროს მონაცემებით, მხოლოდ გასულ ოთხსაბათს შეტაკებებს მარინკის დასახლებაში 28 ადამიანი ემსხვერპლა, მინსკის შეთანხმებიდან დღემდე კი დაღუპულთა რაოდენობამ დონბასში 400-ს გადააჭარბა.