თბილისში, საბურთალოს რაიონის მოსახლეობას 26 და 27 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს~ კომპანია "თელასიდან" აცნობეს, გათიშვის მიზეზი ქვესადგურში `საბურთალო 3" დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებია.
26 აპრილს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის და გამსახურდიას გამზირების, კანდელაკის, ბუდაპეშტის, ნუცუბიძის, ლვოვის, ვაზისუბნისა და საირმის ქუჩების და ზემო ვეძისის მაცხოვრებლებს.
27 აპრილს კი, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშება ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების, კანდელაკის, გაგარინის, ოდესის, გელოვანის, ნუცუბიძის, დელისის, მიცკევიჩისა და ასათიანის ქუჩების და ზემო ვეძისის მაცხოვრებლებს.
ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ასევე რესპუბლიკურ და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს, რომელთაც დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესახებ `თელასმა" უკვე აცნობა.
მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე განახლდება.