მორიგი ტერორისტული აქტი თურქეთში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ეთნიკური ქურთებით დასახლებული ქალაქი დიარბაქირი გახდა. ასაფეთქებელი მოწყობილობები ქურთისტანის სახალხო-დემოკრატიული პარტიის მიტინგის მსვლელობისას ამოქმედდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა. ტერაქტი 2 დღით ადრე განხორციელდა საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელშიც ქურთულ პარტიას პარლამენტში შესასვლელი ხმების მოპოვების რეალური შანსი აქვს.