ბარსელონას ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი გადასახადების დამალვაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ბრაზილიის ფინანსტა სამინისტრო იტყობინება. ფინანსურ პოლიციას კითხვები 38 მილიონ დოლართან დაკავშირებით აქვს, რომელიც ნეიმარის მშობლების კუთვნილი კომპანიის ანგარიშზე 2011-2014 წლებში ჩაირიცხა. ბრალდებას ნეიმარს სავარაუდოდ მომავალ კვირას წაუყენებენ.